მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკომ და თამარ სანიკიძემ რეაბილიტირებული მე-200 სკოლა დაათვალიერეს
დავით სერგეენკომ და თამარ სანიკიძემ რეაბილიტირებული მე-200 სკოლა დაათვალიერეს. პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 97 მოსწავლე სწავლობს,

დავით სერგეენკომ და თამარ სანიკიძემ რეაბილიტირებული მე-200 სკოლა დაათვალიერეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ახლად რეაბილიტირებულ მე-200 სკოლას ესტუმრნენ, სადაც სამინისტროს მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანმედროვე სასწავლო გარემო უნივერსალური დიზაინით მოეწყო და მოსწავლეთა ხელშეწყობისთვის ყველა სათანადო პირობა შეიქმნა.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მე-200 სკოლაში მინისტრები ექიმის კაბინეტის მუშაობას გაეცნენ და სრულად რეაბილიტირებული სასადილო დაათვალიერეს. საჯარო სკოლებში მოსწავლეების კვების რაციონის შედგენაზე უკვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს. მე-200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 97 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 24-საათიანი მომსახურებით 65 მოსწავლე სარგებლობს.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …