ჯანდაცვის მინისტრმა პედიატრი ავთანდილ კვეზერელი – კოპაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. 65 – წლიანი საქმიანობის განმავლობაში ექიმმა-პედიატრმა მილიონობით ბავშვს უმკურნალა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა.
ავთანდილ კვეზერელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერია.