მედიკამენტებზე ფასებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა. რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. აღნიშნულ პრობლემაზე საუბრისას პედიატრი ლალი დანელია აღნიშნავს, რომ პაციენტები მედიკოსებს ხშირად სთხოვენ იაფი მედიკამენტების დანიშვნას.
„დღეს ყველას ერთნაირად უჭირს, პაციენტსაც და ექიმსაც. ყოფილა შემთხვევა, რომ ვიზიტის შემდეგ დაურეკავს გაბრაზებულ პაციენტს საყვედურით, რატომ დამინიშნე ძვირადღირებული მედიკამენტიო. ზოგადად პაციენტების შესაძლებლობები ვიცი და აქედან გამომდინარე ვცდილობ ხოლმე დავარეგულირო ეს საკითხი. ამასთან ერთად წამლის ხარისხსაც ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს პასუხისმგებელი და მუდმივად აკონტროლებდეს. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ აღარ უნდა არსებობდეს აფთიაქები, რომლებიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს გასცემენ რეცეპტის გარეშე.
ძალიან ბევრი ბავშვის სუიციდის ამბავი მესმის სწორედ ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზის გადაჭარბების შედეგად. ამბობენ რომ სააფთიაქო ნარკომანია ზოგადად შემცირდა, მაგრამ ეს პრობლემა, დამერწმუნეთ, არ არის ღმოფხვრილი. ქსელური აფთიაქები, ფაქტია, მკაცრად კონტროლდება, მაგრამ პატარა აფთიაქებში, ჩემი აზრით, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ალბათ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაამკაცროს ყურადღება ამ საკითხის მიმართ“
– განაცხადა ლალი დანელიამ.