მთავარი » კვირის ინტერვიუ » ეკა ნანობაშვილი : ანტიბიოტიკების მოხმარება
ანტიბიოტიკების მოხმარება დიდი პრობლემას იმის გამო ქმნის, რომ დროთა განმავლობაში ბაქტერიები მათ მიმართ მდგრადი ხდებიან და ერთგვარ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ.

ეკა ნანობაშვილი : ანტიბიოტიკების მოხმარება

ინტერნეტსივრცეში და პრესაში ხშირად ჩნდება სტატიები, რომელიც სახორცე მეურნეობაში ანტიბიოტიკებისა და ჰორმონალური პრეპარატების მოხმარებას ეხება.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით ანტიბიოტიკების მოხმარება ყველაზე დიდი პრობლემას იმის გამო ქმნის, რომ დროთა განმავლობაში ბაქტერიები მათ მიმართ მდგრადი ხდებიან და ერთგვარ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ. 

ცხოველის ხორციდან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ ექვემდებარებიან. იმისთის, რომ პრობლემა თავიდან ავიცილოთ კერძო მეურნეობების მფლობელებს ანტიბიოტგიკების მცირე რაოდენობით გამოყენებას ურჩევენ.

რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ხორცს, ის ქვეყანაში შესაბამისი სერთიფიკატით შემოდის, რომელიც მის უვნებლობას ადასტურებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტო ხორცის ხარისხის კონტროლს არ აწარმოებს.,

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს საშიში ანტიბიოტიკის შემცველობა საკვებ პროდუქტში სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ეკა ნანობაშვილი საუბრობს. ანტიბიოტიკებს გააჩნიათ მოცდის პერიოდი, ანუ აუცილებელია გასული იყოს გარკვეული ვადა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება.

ეკა ნანობაშვილი გარე ვაჭრობის თემასაც ეხება და აღნიშნავს, რომ მისი მონიტორინგი მათ კომპეტენციაში არ შედის.

Georgian Broadcaster

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …