ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების“ წევრი, ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის თაობაზე საუბრისას ამბობს, რომ მისი აზრით, მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს ნორმალურ, სანდო ორგანიზაციებთან აქვთ კავშირები.
ევროპიდან, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტები ცალსახად მაღალი ხარისხისაა. თუმცა ძალიან ხშირად საქართველოს ბაზარზე ხვდება დიდი რაოდენობით მედიკამენტები ე.წ. მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან. მათი ფასი დაბალია, თუმცა შესაბამისია ხარისხიც.
ხშირად უხარისო და მაღალხარისხიანი წამლების ფასი თითქმის ერთი და იგივეა, ეს კი სერიოზული პრობლემაა ქართველი მომხმარებლისთვის“, – აღნიშნავს ლემონჯავა.
ლემონჯავა აცხადებს, რომ როდესაც მაღალი სტანდარტის ფარმაცევტული ორგანიზაციები აწარმოებენ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში პრეპარატებს, მათ ხარისხზე ხდება დაკვირვება, კონტროლი და შესაბამისად, მათი პროდუქტი მაინც ნორმალურია სხვასთან შედარებით. თუმცა, მისი აზრით, ქართველი მომხმარებლისთვის უფრო საშიშია ის საწარმოები, რომელთა პროდუქციას ხშირად ხდება ქართულ ბაზარზე და არის დაბალი ხარისხის.
„რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საკითხს, შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული დინამიკა ამ მიმართულებით შეინიშნება. ფედერალური ორგანოდან, ანუ ჯანდაცვის სამინისტროდან მოთხოვნები უფრო გამკაცრებულია, მაგრამ აღსრულების პროცესის ტემპით არ ვარ კმაყოფილი. შეიძლება უფრო კატეგორიული მოთხოვნების დაყენება ისე, რომ მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფდეს მომხმარებლის, პაციენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, – მიაჩნია ვახტანგ ლემონჯავას.