მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სულ რამდენიმე კომპანიის ხელშია დღეს ფარმაცევტული ბაზარი, რაც კონკურენციას ხელს უშლის
სახელმწიფო უნდა ეცადოს არ დატოვოს უკონტროლოდ კარტერული გარიგებები.სულ რამდენიმე კომპანიის ხელშია დღეს ფარმაცევტული ბაზარი, რაც კონკურენციას ხელს უშლის.

სულ რამდენიმე კომპანიის ხელშია დღეს ფარმაცევტული ბაზარი, რაც კონკურენციას ხელს უშლის

ფონდ „ინკლუზივის“ წარმომადგენელმა, ადამიანის უფლება დამცველმა პაატა საბელაშვილმა, ჯანდაცვის სამინიტროს მიერ გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. 

„რაც შეეხება ჯანდაცვის პირველ რგოლში დაგეგმილ ცვლილებებს, ცხადია აუცილებელია. თუ ყველა მივა პირდაპირ სტაციონარში ერთ რომელიმე ამოჩემებულ ექიმთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემები არ შეიცვლება. პირველადი ჯანდაცვის რგოლი სწორედ იმიტომ არის პირველადი, რომ სწორედ ის უნდა იყოს თავდაპირველი მიმღები პაციენტისა.

იქიდან გამომდინარე რომ ეს სისტემა ბოლომდე არ იყო ამ დრომდე მოწესრიგებული და მოსახლეობაში გაჩნდა განცდა, რომ პირველად რგოლში მათ ცუდად მოემსახურებიან.

ეს პრობლემა თუ არ დაძლია ქვეყანამ, ცხადია ვერანაირი რეფორმა ვერ იმუშავებს ამ რგოლის აქტიურად ჩართვის გარეშე. ეს არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამოსავალი წერტილი. მას ეყრდნობა ძირითადად ჯანდაცვის სისტემა და ამ რგოლის ამონაცანაა უმნისვნელოვანესი მომენტი – დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა.

პირველადის მუშაკი პირველ რიგში, სწორედ დაავადებათა პროფილაქტიკაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ რეფორმა ამ მომენტს განსაკუთრებით გაითვალისწინებს, ეს საზოგადოების ფიზიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება“, – აცხადებს პაატა საბელაშვილი.

მისი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე საოცრად მაღალი ფასების პრობლემაც, რაც მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს.

„სახელმწიფო უნდა ეცადოს არ დატოვოს უკონტროლოდ კარტერული გარიგებები. სულ რამდენიმე კომპანიის ხელშია დღეს ფარმაცევტული ბაზარი, რაც კონკურენციას ხელს უშლის. დღეს, ჩვენ ყველანი ფარმაკოლოგიური კომპანიების მონობაში ვართ.

არსებობს კონკრეტული მედიკამენტების ექსკლუზიური შემომტანები, რომლებიც ერთმანეთში ცვლიან წამლებს, მაგრამ სხვა ქსელებს აძლევენ ისეთ ფასად, რაც მათთვის წამგებიანია. ეს სისტემა უნდა დარეგულირდეს, გარკვეული ნაბიჯები აქეთკენ არის გადადგმული, მაგრამ ძირეული ცვლილებებია საჭირო“ – მიაჩნია საბელაშვილს.

გი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას, სადაც ფონდი „იკლუზივი“ იმთავითვე იყო ჩართული.

„ფაქტობრივად, პროგრამის პირველ ფაზაში, პაციენტების თითქმის ნახევარი უკვე ჩართულია. როგორც მოგეხსენებათ ეს გრძელვადიანი ელიმინაციის პროგრამაა და მის შედეგებზე საუბარი მხოლოდ 3 და 6 თვის თავზე არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, მხოლოდ ცეროზის მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები არინ ჩართულები პროგრამაში.

ამ პაციენტებთან უშუალო კონტაქტი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო კმაყოფილები არიან, ვიდრე ჩვენ. მოგეხსენებათ მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია და ქართველ პაციენტებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მიუწვდებოდათ ხელი სამკურნალო სერვისებზე.

მათთვის ამჯამად მეორეხარისხოვანია ის ბარიერები, რომლებიც ამ პროგრამას სამწუხაროდ ჯერ კიდევ ახლავს.

ამ ბარიერებში იგულისხმება დიაგნოსტიკაში პაციენტის თანადაფინანსება, რაც ხშირად 70 პროცენტია. ეს თანხა 700 ლარსაც კი შეიძლება უტოლდებოდეს, რაც ნამდვილად ბარიერია საქართველოს მოსახლეობისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგ წამალს ვაძლევთ მკურნალობისთვის.მეორე ბარიერია გეოგრაფიული მოცვა, რადგან ინფრასტრუქტურა ყველგან არ არის.

სამინისტრო ამბობს, რომ თანადაფინანსებას სადაც შესაძლებელია ახორციელებენ ქალაქების მერიები და მათი ბიუჯეტები, მაგრამ თუ ზუგდიდის მერია მზადაა გაიღოს დაფინანსება, ეს არ შეეხება წალენჯიხის პაციენტს, ბათუმის მერიის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ქობულეთში მცხოვრები პაციენტი და ა.შ. ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ვცდილობთ დავეხმაროთ სახელმწიფოს“, – აცხადებს საბელაშვილი.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …