მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეცეპტული სისტემა ანტიბიოტიკების არამიზნობრივად მოხმარების პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია
რეცეპტული სისტემა ანტიბიოტიკების არამიზნობრივად მოხმარების პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მოსახლეობა თვითნებურად ვეღარ ყიდულობს ანტიბიოტიკს,

რეცეპტული სისტემა ანტიბიოტიკების არამიზნობრივად მოხმარების პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია

მედიცინის დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის რეანიმაციის განყოფილების გამგე ანა ლაღიძე ეხმაურება ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენების საკითხს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორებულია.

„ რეცეპტული სისტემა ანტიბიოტიკების არამიზნობრივად მოხმარების პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. მოსახლეობა თვითნებურად ვეღარ ყიდულობს ანტიბიოტიკს, თუ ექიმმა არ გამოუწერა. ხოლო რადგან ექიმი გამოუწერს, ეს ნიშნავს, რომ საჭიროდ თვლის ამ ანტიბიოტიკს.

აფთიაქი არ გასცემს წამალს რეცეპტის გარეშე, ხოლო ექიმი არ გასცემს რეცეპტს, თუ არ არის საჭიროება. ანუ დღეს ისე მწვავედ აღარ დგას ეს პრობლემა, როგორც რეცეპტული სისტემის შემოღებამდე იდგა.

მე გაზვიადებად მიმაჩნია ის აზრი, თითქოს ექიმები მონდომებულნი იყვნენ და ისეთ შემთხვევებშიც უნიშნავდნენ ანტიბიოტიკებს პაციენტებს, როცა ამას საჭიროება არ მოითხოვს. პირადად მსგავსი შემთხვევა არ შემხვედრია. მითუმეტეს, ჩვენს მიმართულებაში ანტიბიოტიკების დიდი მოძრაობაა, რადგან ეს ჯგუფი ყველაზე ხშირად სწორედ ინფექციური პათოლოგიების დროს გამოიყენება.

არ მახსოვს შემთხვევა, მითუმეტეს ამ ბოლო პერიოდში, რომ საჭიროების გარეშე დანიშნულიყო ანტიბიოტიკური მკურნალობა. პირიქით, ხანდახან გვიანდება კიდეც. არც ერთი ექიმი საჭიროების გარეშე არ გამოწერს მედიკამენტს, ხოლო თუ დამნაშავეზე და კრიმინალზეა საუბარი, ეს სხვა თემაა“, – აღნიშნავს მედიკოსი.

ანა ლაღიძეს მიაჩნია, რომ ბევრი რამაა დამოკიდებული პირადად ექიმზე. მან უნდა აუხსნას და დაარწმუნოს პაციენტი, რომ ის საჭიროებს, ან არ საჭიროებს ანტიბიოტიკის დანიშვნას.

„ეს დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე, თუ რამდენად გასაგებად აუხსნის პაციენტს. მე არ მქონია პრაქტიკაში და არც ჩემს ექიმებს, რომ პაციენტს ეიძულებინოს ექიმი, რომ მისთვის ანტიბიოტიკი გამოეწერა. ანუ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის ხარისხს ექიმსა და პაციენტს შორის.

რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, ჩვენ, რადგან საავადმყოფო ვართ, ჩვენთან არსებული აფთიაქი არ დადებს ხელშეკრულებას ისეთ შემომტანთან, თუ კომპანიასთან, რომელიც არ არის სანდო. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასურველი და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაამკაცროს კონტროლი მედიკამენტების ხარისხზე. ეს ცალსახაა და ამაზე სხვა აზრი არ არსებობს“, – განაცხადა ანა ლაღიძემ.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …