მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელია კვლევები
მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. მედიკამენტების ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელია კვლევები.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელია კვლევები

ექიმი ინფექციონისტი მაია ლომთაძე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხის საკითხს გამოეხმაურა და რომ ბაზარზე არსებული  მედიკამენტები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს, თუმცა მიესალმება ხარისხის კონტროლის გამკაცრებას.

„ამა თუ იმ მედიკამენტის ხარისხის შეფასება, შესაბამისი ქიმიური და ლაბორატორიული კვლევების გარეშე, რთული საქმეა. თუმცა კლინიკური ეფექტურობიდან გამომდინარე  შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს.

რაც შეეხება გავრცელებულ აზრს, რომ საქართველოში და საზღვარგარეთ შეძენილი მედიკამენტები განსხვავდება ხარისხით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დახვეწილი ფორმულა და ის მაღალი ტექნოლოგიები, რითაც ეს მედიკამენტები მზადდება ევროპაში.

შესაბამისად, რასაკვირველია, უკეთესი იქნება, თუ მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება. ეს ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. მედიკამენტების ხარისხის კონტროლისთვის აუცილებელია კვლევები, ლაბორატორიული ანალიზები, მხოლოდ კლინიკური ეფექტურობიდან გამომდინარე რთულია დასკვნების გამოტანა“, – განაცხადა მაია ლომთაძემ.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …