მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლის თემა ხელისუფლების მუდმივი კამპანია უნდა იყოს
ხარისხთან ბრძოლა ხელისუფლების მუდმივი კამპანია უნდა იყოს, უნდა მოწმდებოდეს ის დაწესებულებები, საიდანაც ხდება წამლების მიწოდება მოსახლეობისათვის.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის თემა ხელისუფლების მუდმივი კამპანია უნდა იყოს

მედიკამენტების ხარისხისა და ანტიბიოტიკების საჭიროებისამებრ გამოყენების საკითხს,  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიგა ბუკია გამოეხმაურა.

ბუკია აცხადებს, რომ მოსახლეობას არათუ აქვს უფლება იცოდეს რამდენად ხარისხიან წამალს ყიდულობს და მოიხმარს, არამედ მეტიც,  კანონით არის განსაზღვრული ქვეყანაში წამლის ხარისხის კონტროლის საკითხი.

„ეს თემა ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გახლავთ. სამწუხაროდ ჩვენთან, ისე როგორც ყველგან, არსებობენ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები თუ იმპორტიორები, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით ქსელებში შეიტანონ ზოგჯერ ვადაგადაცილებული, ზოგჯერ კი საეჭვო შემცველობის წამლები. ამასთან ბრძოლა ხელისუფლების მუდმივი კამპანია უნდა იყოს, უნდა მოწმდებოდეს ის დაწესებულებები, საიდანაც ხდება წამლების მიწოდება მოსახლეობისათვის“, – მიჩნია ბუკიას.

რაც შეეხება წამლის მიღების კულტურას, საქართველოში ცოტა უცნაურად ჩამოყალიბდა ეს საკითხი. ხშირად გსმენიათ ალბათ სამედიცინო განათლების არმქონე ნაცნობისგან, რომ მიიღო ესა თუ ის ანტიბიოტიკი და უშველა, და ის თქვენც გირჩევთ ამ მედიკამენტის მიღებას. არადა ამ დროს მნიშვნელოვანია ვადები და დოზები, მოგეხსენებათ ანტიბიოტიკი აუცილებელი პრეპარატია, მაგრამ მხოლოდ სათანადო შემთხვევებისთვის.

სამწუხაროდ მათი მიღება, ხშირ შემთხვევაში, არასწორი დანიშნულებით და დოზირებით იწვევს ბევრად უფრო მძიმე სხვა ავადმყოფობის განვითარებას.

ანტიბიოტიკების მიღებამდე სწორი და სამართლიანი მოთხოვნაა, რომ პირმა გაიაროს კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, რეცეპტით სათანადო დოზა შეიძინოს. რამდენიმე წლის წინ ალბათ გახსოვთ, რომ გამოქვეყნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ანტიბიოტიკების სია, მათ შორის იყო ანალგინიც, რომელსაც ადამიანები კანფეტივით ყლაპავდნენ თავის ტკივილისა თუ ნებისმიერი სხვა ჩივილის დროს“, – აღნიშნავს ბუკია.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელი პროგრამები სოციალურად ორიენტირებულია, რასაც თუნდაც რეცეპტების შემოღება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დაგეგმილი ჯანდაცვის პირველი რგოლის რეფორმა ცხადყოფს. დაავადებების ნაადრევი გამოვლენა და პრევენცია  ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი ხდება. ასეთი მიდგომით მცირდება როგორც დაავადების მკურნალობის ხარჯები, ისე ვადებიც, რაც შეღავათის მიმცემია როგორც მოსახლეობისთვის, ისე სახალმწიფოსთვის და ზოგადად, სახელმწიფოსთვის ხარჯეფექტურობის კუთხით“-ამბობს გიგა ბუკია.

primetime.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …