პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში წამლის ხარისხის ლაბორატორია დაათვალიერა.
ლაბორატორია ასათიანის 9 ნომერში მდებარეობს. მინისტრ ღარიბაშვილის თქმით, ესაა ულტრათანამედროვე, სრულყოფილი ლაბორატორია, რომელშიც 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიის გახსნით გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ძალიან სჭირდებოდა.
„ქვეყანას დღეს აქვს წამლის ხარისხის სრულყოფილი ლაბორატორია. რატომაა მნიშვნელოვანი ეს ლაბორატორია – იცით, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა. შარშან და უფრო ადრეც ჩვენ დავიწყეთ წამლის ხარისხის გაკონტროლება. შემოვიღეთ სტანდარტები და ქვეყანაში მხოლოდ „ჯიემპი“ სტანდარტის წამლები შემოდის ანუ ქვეყანაში ხარისხიანი წამლები შემოდის. მაგრამ, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი და ამას სჭირდება ყოველდღიური თუ არა, სისტემატური კონტრტოლი სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ ამ მზნით შეიქმნა ეს ლაბორატორია. მოხდება ყველა იმ წამლის შემოწმება – რა თქმა უნდა შერჩევით – რომელიც ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა მოქალაქეებმა, როცა დასჭირდებათ, მიიღონ ხარისხიანი წამალი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა წამლების შემოტანა, მოხდა დივესიფიკაცია. შემოვიდა ხარისხიანი, „ჯიემპი“ სტანდარტის წამლები თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც, რამაც 60-70 პროცენტით გააიაფა წამლები და ჩვენმა მოქალაქეებმა 200 მილიონი ლარი დაზოგეს ამ ერთი ღონისძიებით. ასევე იცით, რომ ჩვენ დავაწესეთ რეფერენტული ფასები იმის გადასაზღვევად, რომ ვიღაც მანიპულატორებმა და სპეკულანტებმა – ამის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, მაგალითად ერთერთი შემთხვევა იყო „პეესპეს“ აფთიაქებში და ამის თაობაზე საჯარო ინფორმაციაც გავრცელდა – ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტზე ფასი გაზარდეს 300 პროცენტით. ამაზე სამინიტრომ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება, აღქვკვეთეთ ეს ფაქტი და დაკორექტირდა დაუყოვნებლივ ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის საკონტროლებლად გვჭირდება თანამედროვე ლაბორატორია, ფასების კონტროლიც და უფრო მეტი მონიტორინგი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.