მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ნეირონავიგაცია და რისკების შემცირება – „ინგოროყვაში“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი განახლდა

ნეირონავიგაცია და რისკების შემცირება – „ინგოროყვაში“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი განახლდა

საქართველოში შესაძლებელია ყველა იმ ნევროლოგიური სერვისის მიღება, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ტარდება. ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ინგოროყვა აცხადებს. მისი თქმით, ინგოროყვას კლინიკამ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი განაახლა და დანერგა ამიერკავკასიის რეგიონში პირველად ნეირონავიგაცია.

„პირველად ამიერკავკასიაში დავნერგეთ ნეირონავიგაცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, სირთულეები, რომლებიც ნეიროქირურგიულ ოპერაციებს ახლავს, შეგვემცირებინა და მინიმალურ ინვაზიურად ჩაგვეტარებინა ქირურგიული ჩარევები. ექიმების და ტექნოლოგიების ერთობლიობა გვაძლევს შესაძლებლობას, რაც შეიძლება ნაკლები რისკის ქვეშ გავაკეთოთ რთული ნეიროქირურგიული ოპერაციები,“ – განაცხადა შოთა ინგოროყვამ.

მისი თქმით, დეპარტამენტი შედგება 3 მიმართულებისგან: ნევროლოგია-ინსულტის ცენტრი, ენდოვასკულარული ნეიროქირურგია და ღია ნეიროქირურგია.

მისი განმარტებით, პაციენტებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთ სივრცეში გახდა შესაძლებელი – ინსულტიის ცენტრის პაციენტები, რომლებიც მულტიდისციპლინურ მართვას საჭიროებენ, ხვდებიან ერთ დეპარტამენტში და როგორც ნეიროქირურგის, ისე ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„ჩვენს კლინიკაში ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები – როგორც ენდოვასკულარული, ისე ღია. ესაა თავის ტვინის სიმსივნეები, თავის ტვინის სიხლძარღვოვანი დაავადები, ხერხემლის ნებისმიერი სირთულის ოპერაციაები, ტრავმები, პერიფერიულ-ნერვულ სისტემაზე ოპერაციები,“ – განაცხადა ინგოროყვამ.

მისი თქმით, ის ავსტრიაში მოღვაწეობდა 20 წლის განმავლობაში და ევროპული გამოცდილების დანერგვა კლინიკის გუნდი ახლა „ინგოროყვაში“ ცდილობს.

„ოპერაციები და კონსერვატიული მკურნალობა, რაც ჩვენთაანა, არის სრულად ევროპის სტანდარტების და ასეთ პაციენტებს საქართველოდან გაუსვლელად შეუძლიათ იგივე სერვისის მიღება,“ – განაცხადა შოთა ინგოროყვამ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …