მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ბიოქიმფარმი“ მოდერნიზაციას ასრულებს და უახლოეს კვირებში ქართულ ბაზარს დაუბრუნდება

„ბიოქიმფარმი“ მოდერნიზაციას ასრულებს და უახლოეს კვირებში ქართულ ბაზარს დაუბრუნდება

ბიოქიმფარმის“ პროდუქცია, საწარმოს ინფრასტრუქტურული განახლებისდასრულების შემდეგ ქართულ ბაზარს დაუბრუნდება. ამასთან, ფაგების მწარმოებელი კომპანია გეგმავს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გასვლას. ამის შესახებ „ბიოქიმფარმის“ მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.

კომპანია აწარმოებს 15-მდე რეგისტრირებულ პროდუქტს, მათ შორის მეცხოველეობის და აგროკულტურის მიმართულებით და ადამიანის ჯანმრთელობის მიმართულების გარდა ავითარებს ვეტერინარული პროდუქტების მიმართულებასაც, რათა აღმოიფხვრას ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ფერმებში.

რატი ღოლიჯაშვილის თქმით, კომპანიის პროდუქცია 8 საექსპორტო ბაზარზე გადის და ახლო მომავალში 80 ქვეყანაში გასვლას გეგმავენ.  რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, ამჟამინდელი საექსპორტო ბაზრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე მოდის, რადგან ბაქტერიოფაგების გამოცდილება სწორედ ამ ქვეყნებს აქვთ გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირში ანტიბიოტიკები ხელმიუწვდომელი იყო. დასავლეთში კი, ანტიბიოტიკების წარმოების განვითარების გამო ეს პროდუქცია ნაწილობრივ დაივიწყეს. თუმცა, ღოლიჯაშვილის თქმით, ანტიბიოტიკოთერაპიას 80-იანი წლებიდან მოყოლებული რისკი ექმნება, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისნტენტობა გავრცელებული პრობლემა ხდება, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ.

ბიოქიმფარმის“ მენეჯერის თქმით, „ბიოქიმფარმი“დაფუძნებულია იმ საწარმოო ბაზაზე, რომელიც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა პერიოდში აწარმოებდა ამ პრეპარატებს. ბოლო პერიოდში კი განხორციელდა 17 მილიონი ლარის ინვესტიცია, რათა მოხდეს რენოვაცია და ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომპანია გეგმავს ქართულ ბაზარზე დაბრუნებას, ბაზარზე ისევ გამოჩნდება ფაგიო, რომელსაც განსაკუთრებით პედიატრიაში იცნობენ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …