მთავარი » დაზღვევა » მოზიდული პრემიით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერი „ჯიპიაია“ – 2022 წლის სტატისტიკა

მოზიდული პრემიით, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერი „ჯიპიაია“ – 2022 წლის სტატისტიკა

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18 % (682,152 ადამიანი) სარგებლობს. წინა წელს ეს მონაცემი 637,953 იყო, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენდა.  სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

2022 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 375,4 მლნ. ლარი შეადგინა.

ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერია ჯიპიაი 26%-ით (წინა წელს ჰქონდა 28%), მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ და „არდი“ 18-18%-ით (წინა წელს „იმედი ელს“ ბაზრის 20% ეკავა, „არდის“ – 16%), მომდევნო ადგილზე კი „თიბისია“ 8%-ით, მას მოსდევს “ირაო“ 7%-ით.

საქართველოში ამ ეტაპზე 18 სადაზღვევო კომპანია მოქმედებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …