მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ამბულატორიული და კლინიკების მომსახურება გაძვირდა, სამედიცინო პროდუქცია კი გაიაფდა – საქსტატი

ამბულატორიული და კლინიკების მომსახურება გაძვირდა, სამედიცინო პროდუქცია კი გაიაფდა – საქსტატი

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 4.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების განმარტებით, ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურებაზე (1.3 პროცენტი);

ზოგადად კი, ინფლაციის დონემ საქართველოში 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.6 პროცენტით, რაც -0.79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ამ შემთხვევაშიც ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-19.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.0 პროცენტი).

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …