მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ,,თბილისი მედიკი’’: კლინიკების მხრიდან მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე მოთხოვნა იზრდება

,,თბილისი მედიკი’’: კლინიკების მხრიდან მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე მოთხოვნა იზრდება

პანდემიის პერიოდის შემდეგ, როცა სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ძირითადი მოთხოვნა ამბულატორიულ პროდუქციაზე, კერძოდ კოვიდ-ტესტირებისთვის საჭირო მასალაზე იყო, უკვე თითქმის ერთი წელია, მზარდია შეკვეთები სხვა სამედიცინო საქონელზე, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ აპარატურაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორში საინვესტიციო აქტივობა მზარდია და დარგი ვითარდება.

ამის შესახებ jandacva.ge-ს “თბილისი მედიკის”  ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა მარი ბუტულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია ქართული ბაზრის ერთერთი ლიდერია და ბაზარზე მოქმედი ანალოგიური კომპანიების სამეულში შედის.

,,თბილისი მედიკი’’ 13-წლიანი გამოცდილების სამედიცინო-სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებს   პროდუქციის  სრული სპექტრით ემსახურება. კომპანია ოპერირებს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მიმართულებებით.  იგი  საქართველოში ოფიციალურად და ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა  Johnson & Johnson და Bausch and Lomb,  Ortho-clinical Diagnostic და ASP -აშშ,  იაპონური ბრენდი  Nidek, ჩინური ბრენდი  SonoScape,  თურქული ბრენდი Turmed  და სხვა.

კომპანიას აქვს ოთხი შოურუმი თბილისში,ბათუმსა და ქუთაისში.

მარი ბუტულაშვილის თქმით, რეალიზაციის ზრდასთან ერთად ისინი ახალ კადრებს ასაქმებენ და ამჟამად 72 თანამშრომელი ჰყავთ.

კომპანია ამ ეტაპზე ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც ადამიანური რესურსის განვითარებას ემსახურება. პროგრამის სახელწოდებაა “მოგზაურობა მედიკში” და გულისხმობს დასაქმების მსურველთათვის კომპანიაში არსებული გარემოს უშუალოდ გაცნობას. ამასთან, როგორც მარი ბუტულაშვილი აცხადებს, კომპანია არ ეძებს კადრებს მრავალწლიანი გამოცდილებით და აქცენტს უნარებსა და გამბედაობაზე აკეთებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …