მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაატა კვიჟინაძე : მივესალმები მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას
პაატა კვიჟინაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრაობს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებზე ფასების მატება დოლარის კურსზეა დამოკიდებული.

პაატა კვიჟინაძე : მივესალმები მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრაობს და აღნიშნავს, რომ მედიკამენტებზე ფასების მატება დოლარის კურსზეა დამოკიდებული.

„დოლარის კურსთან არის დაკავშირებული მედიკამენტები და ყველა ის პროდუქტი, რაც იმპორტით შემოდის ქვეყანაში. იმპორტული საქონლის ფასი რომ დოლარის კურსის მატებასთან ერთად მოიმატებს, ეს აქსიომაა.

თუმცა, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, მაგალითად ინსულინი, და სწორედ მსგავს პრეპარატებზე შეიძლება დაწესდეს გარკვეული შეღავათები. ამაზე მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის კომიტეტი. მედიკამენტებზე ფასების დაწევა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მაღალმა კონკურენციამ. გარკვეულ მედიკამენტებზე შეღავათების დაწესება საბოლოო ჯამში, არ არის ეფექტური“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მან მედიკამენტების ხარისხის საკითხსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წამალი ისეთი რამაა, თავისთავად გულისხმობს, რომ უნდა იყოს ხარისხიანი.

„მივესალმები ხარისხის კონტროლის ყველანაირ გამკაცრებას. თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ გამოიწვიოს კორუფციის განვითარება, ფასის მატება და ა.შ. უნდა გადაიხედოს, როგორ მოხდა ამ საკითხების დარეგულირება ევროპის ქვეყნებში და გავითვალისწინოთ მათი საუკეთესო გამოცდილება. საერთო ჯამში, ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …