სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომკომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპჯუნიორი – NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდანგამოითხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისრეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის,სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL – მინარევის სახით,დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნულინივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოაფატალურიც გახდეს. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულიწამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება. თუმცა,რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივემწარმოებლის, სხვა პრეპარატი. ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებსდაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან დაგატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინოდა ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან Marion Biotech-ის წარმოების მედიკამენტი “ნოლგრიპ ჯუნიორი” გამოითხოვა
იხილეთ ასევე
მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა
რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …