მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლის პირველი ეროვნული ლაბორატორია რამდენიმე კვირაში ამოქმედდება

წამლის პირველი ეროვნული ლაბორატორია რამდენიმე კვირაში ამოქმედდება

უახლოეს კვირებში ქვეყანას წამლის ხარისხის პირველი ეროვნული ლაბორატორია ექნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ლაბორატორია თბილისში, ასათიანის ქუჩაზე განთავსდება.

„წამლის ლაბორატორია, რეაბილიტაცია და აღჭურვა უკვე დასრულებულია, დასკვნით ფაზაშია პერსონალის ტრენინგის პროცესი და ვფიქრობთ, რომ უკვე 2023 წლის დასაწყისში – იანვარ-თებერვლის თვეში გაიხსნება წამლის ლაბორატორია. ლაბორატორია მაქსიმალურად გააკონტროლებს არა მხოლოდ რეგისტრირებულ მედიკამენტებს, რომლებიც ახლაა მიმოქცევაში, არამედ ახლადდარეგისტრირებულ წამლებსაც, რომელიც საქართველოში მომავალში შემოვა,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს.

ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ასეთი ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარიხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იყოს.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …