მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » შიდა ინფექციის კონტროლი, GMP სტანდარტის ამოქმედება – რეგულირების სააგენტომ წლის ანგარიში წარადგინა

შიდა ინფექციის კონტროლი, GMP სტანდარტის ამოქმედება – რეგულირების სააგენტომ წლის ანგარიში წარადგინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2022 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად სამინისტრო არაერთ რეფორმას ახორციელებს, რომლის აღსრულების კონტროლსაც რეგულირების სააგენტო ახდენს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის  თქმით,  უწყება აქტიურად მუშაობს სექტორში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მიმდინარე წელს გაძლიერდა კლინიკებში, შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები. ძალაში შევიდა რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები.

ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიხსნა თურქეთის ბაზარი. ამოქმედდა სავალდებულო ელექტრონული რეცეპტების სისტემა. მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნის დაინერგა GMP/GDP სტანდარტები, მომდევნო წლიდან კი წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია გაიხსნება.

ლიკა ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების, კლინიკური შეფასების პროცესში, საერთაშორისო და

ადგილობრივი ასოციაციების ჩართვა იგეგმება. ცვლილება პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლის პროცესს ბევრად გააუმჯობესებს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …