2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 22 495 ექიმია, რაც 100 ათას მოსახლეზე 60.7 ექიმს შეადგენს. წინა წელს ქვეყანაში 25 429 ექიმი იყო (68.3 ექიმი 100 ათას მოსახლეზე).
მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს, რომელმაც დღეს ანგარიში – „საქართველოს სტატისტიკურ წელიწდეული“ – გამოაქვეყნა.
ექიმებს შორის ყველაზე მრავალწიცხოვანია სტომატოლოგების ჯგუფი – 2 464 სპეციალისტი. მას მოსდევს ქირუეგები – 1 956. მესამე ადგილზე კი რიცხოვნობის მიხედვით რადიოლოგები (1 422) არიან.
ამ ჩამონათვალის ბოლო ადგილზე, ანუ უმცირესობაში მყოფი სპეციალისტები არიან სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტის მედიცინის ექიმები, რომელთა რიცხოვნობა 2021 წლის მონაცემებით 56 იყო, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებული მაჩცებევეკუა,
რაც შეეხება ექთნებს, მათი რაოდენობა 22 078-ს შეადგენს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 22 126 იყო.