აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საველე გადაუდებელი დახმარების ჯგუფის ოპერირებისთვის სპეციალური გამოთბობელი და განათების სისტემით, პორტატული ხუთ განყოფილებიანი საშხაპე კონტეინერითა და პორტატული ხუთი ხელსაბანით აღჭურვილი 10 კარავი გადასცა.
ნებისმიერი სახის საგანგებო მდგომარეობის, მათ შორის სტიქიური უბედურების დროს, აღნიშნული კარვების მეშვეობით მაღალი ხარისხის საველე-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაა შესაძლებელი.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი სკოტ ჯექელსი, ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პროგრამის ხელმძღვანელი ვიცე პოლკოვნილი პატრიკ ფეარფაქსი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი მაიორი დაინიელ სეკულა ესწრებოდნენ.
აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიზანი საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მდგრადობის გაძლიერებაა და საქართველოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და მზადყოფნის შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.