საქსტატი გენდერულ ჭრილში ჯანმრთელობის დაცვის 2021 წლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში მომზადდა.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ექიმების 68%, ანუ 15309 ექიმი ქალია, 32% (7186) კი – კაცი. ეს იმ ფონზე, როცა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა – 412 ათასამდე კაცია, 292 ათასი კი – ქალი.
რაც შეეხება დაავადებებს, 2021 წელს სიმსიმვნის პირველი დიაგნოზი უფრო მეტ ქალს (5198) დაუსვეს, ვიდრე კაცს (4504).
თვითმკვლელობის სტატისტიკაში ლიდერები მამაკაცები არიან – 2021 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 კაცმა და ერთმა ქალმა დაასრულა.
ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების რეგისტრირებულ შემთხვევებს შორის 2470 კაცი, 1972 კი ქალია.