მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ინგოროყვას კლინიკაში ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახური ამოქმედდა

ინგოროყვას კლინიკაში ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სამსახური ამოქმედდა

ინგოროყვას კლინიკაში ბავშვთა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სამსახური ამოქმედდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პატარა პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მკურნალობა ადგილზე მიიღონ. დარგის განვითარებაში ინგოროყვას კლინიკას სტამბოლის წამყვანი კლინიკების ქსელი „მედიქალ პარკი“ გაუწევს პარტნიორობას. სწორედ უცხოელ კოლეგებთან ერთად მოხდება პაციენტების მართვა.

თანამშრომლობის ფარგლებში, კლინიკას, მედიქალ პარკის მმართველი გუნდის წარმომადგენლები და დარგის წამყვანი სპეციალისტები სტუმრობდნენ.

რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შედგა სამომავლო თანამშრომლობის გეგმის შეთანხმება; პარალელურად ჩატარდა სამედიცინო კონსულტაციები პაციენტებისთვის ქართველი ექიმების გუნდთან ერთად.

მოზრდილთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2017 წელს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ დაიწყო. მას შემდეგ ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ყველა სამედიცინო მომსახურება. დღეისათვის 500-მდე ტრანსპლანტაცია შესრულდა წარმატებით.

„სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პატარა პაციენტებიც ადგილზე მიიღებენ. აღსანიშნავია რომ ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2017 წლიდან ქალაქ თბილისის მერიამ დაიწყო, შემდგომში სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები პირებიც და დღეისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს,“ – განმარტავენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის სერვისების მიწოდებას ქვეყანაში ასევე ახორციელებს იაშვილის სახელობის კლინიკა.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …