მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ პლასტიკური ოპერაციების ჩატარება იწყება

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ პლასტიკური ოპერაციების ჩატარება იწყება

„კლინიკა ბომონდის“ ქირურგიულ დეპარტამენტში პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება იწყება.

კერძოდ:

აბდომინოპლკასტიკა -მუცლის არეში ზედმეტი კანის მოშორება;

ბლეფაროპლასტიკა-პლასტიკური ოპერაცია, რომლის დროსაც ქუთუთოებიდან ჭარბი კანის და ცხიმის, ასევე „თიაქრების“ მოცილება ხდება;

მკერდის აუგმენტაცია იმპლანტით-მკერდის გადიდება;

რედუქციული მამოპლასტიკა-პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ხდება მკერდის ფორმისა და მოცულობის კორექცია-შემცირება;

რინოპლასტიკა-ცხვირის პლასტიკა;

აურიკულოპლასტიკა-ყურის პლასტიკა.

პლასტიკურ ოპერაციებს „კლინიკა ბომონდი“-ს ქირურგები: პროფესორი დავით მენაბდე და მედიცინის დოქტორი ბონდო ფერცულიანი ჩაატარებენ.

„ბომონდი,“ რომელიც პანდემიის პერიოდში კოვიდკლინიკა იყო, ამ ეტაპზე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. ამასთან, ის არის მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის ორსულისა და ახალშობილის მართვა შეუძლია.

„კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი“ სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

ამ ეტაპზე კლინიკაში შესაძლებელია კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, სამეანო, ნევროლოგიური, უროლოგიური და სხვა სერვისების მიღება.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …