ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება, სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება.
„სიახლე მიმოქცევაში არსებულ, ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარიხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის, საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება,“ – განაცხადა მინისტრმა.
ლაბორატორია მუშაობას 2023 წლის დასაწყისისთვის დაიწყებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება,
ლაბორატორიის აღჭურვილობა უკვე შეძენილია. მომდევნო ეტაპზე დაიწყება პერსონალის მომზადება.შესაბამისად, ქვეყანას მომდევნო წლის დასაწყისისთვის უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტის წამლის ლაბორატორია, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი მედიკამენტის ხარისხის გაკონტროლება, რომელიც საქართველოში შემოდის.