მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » რომელ აფთიაქებში შეიძენთ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს – წამლების განახლებული სია

რომელ აფთიაქებში შეიძენთ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებს – წამლების განახლებული სია

ჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების განახლებულ ჩამონათვალს აქვეყნებს. სია შეგიძლიათ ილიხოთ ბმულზე.

უწყების ინფორმაციით, წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ  ლარამდე უკვე დაზოგეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

 

jandacva.ge

 

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …