ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული „ვიაგრა“ შემოვიდა, რომელიც, ნაცვლად ძველი ფასისა, რომელიც 110-დან 123 ლარამდე იყო, 69 ლარი ღირს. მედიკამენტი „ფაიაზერის“ წარმოებისაა.
აქამდე აღნიშნული მედიკამენტი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის პროგრამის ფარგლებში არ შემოდიოდა.
აღნიშნული მედიკამენტი დასახელებულ ფასად „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ აპლიკაციებში იძებნება.
“ვიაგრა” ერექციის დარღვევების დროს გამოიყენება.
თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ, საქართველოში თურქეთიდან შემოსული დაბალფასიანი მედიკამენტების სია მუდმივად იზრდება.
აგვისტოში საქართველოში თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნული პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეებმა მედიკამენტებში 80 მილიონი ლარი უკვე დაზოგეს.
jandacva.ge