მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » MDP: სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანიების ბაზარზე  ახალი გადანაწილება დაიწყება

MDP: სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანიების ბაზარზე  ახალი გადანაწილება დაიწყება

სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანიების ბაზარზე  ახალი გადანაწილება დაიწყება, რისი მიზეზიც ტარიფების არსებული პრობლემა და არსებული რეგულაციებია.  ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სამედიცინო მასალების იმპორტიორი კომპანია MDP-ის გენერალურმა  დირექტორმა  გიორგი ლიპარტელიანმა განაცხადა.  შეგახსენებთ, რომ კლინიკები უკვე რამდენიმე თვეა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსგან ძველი ტარიფების გაზრდას ითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ დაბალი ტარიფებით ოპერირება უჭირთ.

გიორგი ლიპარტელიანის პროგნოზით, სამედიცინო ორგანიზაციების (კლინიკების) რაოდენობა შემცირდება.

„დიდი ჰოლდინგები ან კიდევ უფრო გამსხვილდებიან, მაგალითად, შესაძლოა „ევექსმა“ და „ჯეოჰოსპიტალმა“ მცირე ტიპის კლინიკები შეიძინონ, თუმცა, დიდი ეჭვი მაქვს, ეს ჰოლდინგებიც ამაში მსხვილ ინვესტიციას აღარ განახორციელებენ. მიზეზი ის არის, რომ სფერო უკან და უკან მიდის და აქ ფულის ჩადება მიმზიდველი არ არის. მეორე სცენარით, ეს დაწესებულებები გაკოტრდებიან. ეს სცენარი ჩვენთვისაც  დამაზარალებელი იქნება, რადგან იმპორტიორი კომპანიების რეალიზაცია პირდაპირ დამოკიდებულია კლინიკების მოთხოვნაზე ,“-აცხადებს ლიპარტელიანი.

როგორც ლიპარტელიანი აცხადებს, MDP-ს ბაზარზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქცია შემოაქვს, მათ შორის აპარატურა, შესაბამისად, მისთვის ამ პრობლემის გადალახვა უფრო მეტად ადვილი იქნება, ვიდრე ისეთი კომპანიებისთვის, ვინც მხოლოდ სახარჯი მასალების იმპორტიორია.

MDP ბაზარზე 2014 წლიდანაა. კომპანია საავადმყოფოებს, ლაბორატორიებს, ქირურგიულ ცენტრებს, ესთეტიკურ ცენტრებს და ყველა დაინტერესებულ დაწესებულებებსა და ინსტიტუტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქციით (ავეჯი, აპარატურა,სახარჯი მასალა, მედიკამენტები) ამარაგებს.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …