გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 7812 ადამიანს დაუდასტურდა. წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 5 154 იყო. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ერთი კვირის ჭრილში ეს მონაცემი10.84%-ია, რაც წინა კვირასთან შედარებით 2%-ით მაღალი მაჩვენებელია.
გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი – ერთ კვირაში 7 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, წინა კვირაში კი ლეტალობის 3 ფაქტი დაფიქსირდა.