მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მოსახლეობისთვის ძნელია ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა
მოსახლეობისთვის ძნელია ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა.ექიმებს არავინ გვეკითხება, რა უნდა ღირდეს ესა თუ ის წამალი-აცხადებს ოჯახის ექიმი ნანა ნარსია.

მოსახლეობისთვის ძნელია ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა

ჯანდაცვის პირველად რგოლში რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. სამინისტროს, ამ რგოლის რეფორმაში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას. 

პირველად რგოლში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ოჯახის ექიმი ნანა ნარსია საუბრობს.

„ექიმებისთვის ძალიან დიდი დისკომფრტია დიდი მომართვიანობა, რის გამოც გვიწევს დამატებით საათებში მუშაობა. 15 წუთში ადამიანის გასინჯვა, ჩივილების მოსმენა, ანამნეზის აკრეფა, ვერ ესწრება.

თუმცა, ვფიქრობ უახლოეს მომავალში სიტუაცია დასტაბილურდება. ფაქტიურად ამჟამად ისევ ისე ვმუშაობთ, როგორც ყოველთვის ვმუშაობდით და საჭირო გახლავთ. შეიცვალა ის, რომ დატვირთვა მეტია“, – ამბობს ნარსია.

–თქვენი აზრით, უნდა გაიზარდოს თუ არა ხელისუფლების როლი, რათა მოხდეს: მედიკამენტებზე და მომსახურებაზე ფასების შემცირება, მომსახურების ხარისხის გაზრდა, ექიმების ანაზღაურების გაზრდა?

–რა თქმა უნდა, ძნელია მოსახლეობისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა. ექიმებს არავინ გვეკითხება, რა უნდა ღირდეს ესა თუ ის წამალი. პაციენტს, რომელსაც, 5–6 თვე, ზოგს კი მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი სჭირდება რამდენიმე მედიკამენტი, რაღაც შეღავათი აუცილებლად უნდა ჰქნდეს.

რა თქმა უნდა, კარგია, რომ ექიმთან ვიზიტი უფასოა, თუმცა მეორე საკითხია ვიზიტის შემდგომი მკრნალობა და მასზე ხელმისაწვდომობა. ვფიქრობ, სწორედ სახელმწიფომ, კონკრეტულმა უწყებამ როგორმე უნდა დაარეგულიროს ეს სფერო.

–როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს მედიკოსებზე პირველადი ჯანდაცვის რეფორმა? თქვენი აზრით უნდა მოხდეს თუ არა პირველადი რგოლის ექიმების გადამზადება რეფორმის ფარგლებში?

ოჯახის ექიმებს მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ტიპის ლექციები მედიკამენტებსა და მკურნალობის მეთოდებზე. პირველადი რგოლის ექიმები, ფაქტობრივად, ყოველთვის ვართ სწავლის პროცესში.

ამ მხრივ ნამდვილად არ განვიცდით დანაკლისს. თუმცა, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის თუ გამოყოფს ჯანდაცვის უწყება შესაბამის ხარჯებსა და ადამიანურ რესურსს, არ იქნება ზედმეტი. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრი საქმის მცოდნე და პროფესიონალია, რაც სისტემის მუშაობას თანდათან ნამდვილად შეეტყო.

pirveliradio.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …