მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო.  პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება. 

ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება. 

“ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით, ახლა უკვე სახეზეა დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. 

დეტალებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც ისაუბრა. 

მისი ინფორმაციით, ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.

“ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი, პროტონული თერაპიის დროს როდესაც ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და ჯანსაღი უჯრედები არ ნადგურდება. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს. უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს.

“მსოფლის წამყვანი მეცნიერები უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა იმ პროცესს, რომ ჩვენ გვექნება მთლიანად მეცნიერებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონი და მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქართველ მკვლევარებთან ერთად აწარმოონ ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო კვლევები – მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting. 

ამ მეთოდის  მთავარი მიღწევა ის არის, რომ კიბოს მკურნალობისასა ის არ აზიანებს პაციენტის ჯანმრთელ ორგანოებს და გაცილებით ზუსტია, ვიდრე ქიმიოთერაპია. სწორედ ამისთვისაა საჭირო ციკლოტრონიც. ამ ეტაპზე მსოფლიოში სიმსივნეს პროტონებით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობენ პროტონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …