მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ამერიკული ფარმაცევტული კომპანია რუსეთისთვის ჩუტყვავილას და წითელას ვაქცინების მიწოდებას წყვეტს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია რუსეთისთვის ჩუტყვავილას და წითელას ვაქცინების მიწოდებას წყვეტს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია MSD-მ გადაწყვიტა, რუსეთში წითელასა და წითურას, ასევე ყბაყურისა და ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინების შეტანა შეწყვიტოს. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“, რუსეთის ჯანდაცვის სფეროზე ზედამხედველობის სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „კომერსანტის“ ინფორმაციით კი, შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელთა ანალოგებს სხვა მწარმოებლები აწარმოებენ. იმ წამლებს კი, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ, კომპანია დატოვებს.

MSD -მ რუსეთში ინვესტიციები ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებიდან შეაწყვიტა. თუმცა განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებსა და ვაქცინებს შეზღუდვა არ შეეხება.

ამასთან, „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, წამლების მწარმოებელმა ან იმპორტიორმა წარმოების ან იმპორტის შეწყვეტის შესახებ დამკვეთს მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა შეატყობინოს. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, „ბაზარზე საკმაო რაოდენობითაა რუსული წარმოების ვაქცინები ჩუტყვავილისა და წითელას, ასევე წითურას და ყბაყურის პროფილაქტიკისთვის“.

თავის მხრივ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ ალექსეი კუზნეცოვმა განაცხადა, რომ დასახელებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებს ქვეყანა ცენტრალიზებულად, ადგილობრივი მწარმოებლისგან ყიდულობს და მოთხოვნა სრულადაა დაკმაყოფილებული.

მანამდე ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly-მ რუსეთში ინვესტიციები, კლინიკური კვლევები და საკუთარი წარმოების წამლების ნაწილის შეტანა შეაჩერა. მიწოდების შეწყვეტაზე ასევე განაცხადა ფირმა AbbVie-მ, რომელიც პრეპარატ „ბოტოქსს“ აწარმოებს.

აპრილში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ გარე ზეწოლის გამო შესაძლოა წამლების მიწოდების პროცესში პრობლემები შეიქმნას. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, აემოქმედებინა სპეციალური პროგრამა ფარმაცევტული და სამედიცინო წარმოების სისტემაწარმომქმნელი საწარმოების მხარდასაჭერად.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …