მთავარი » დაზღვევა » სადაზღვევოები მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან

სადაზღვევოები მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებები გაფართოვდება, – დაზღვევის შესახებ კანონში შესატან  ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ცვლილებების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაჯარიმდებიან, სანქციების დაწესების უფლება კი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ექნება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო იობაშვილის განმარტებით, კანონპროექტში რედაქციული ცვლილებები არ შესულა.

კანონპროექტით წესრიგდება სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებასთან, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან, წერილობითი მითითებების გაცემასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები.

„კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ” ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია და იგი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში”, – განაცხადა ნინო იობაშვილმა.

 

business-partner.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …