კვიტაშვილი – იმპორტული სამედიცინო პრეპარატების კანონპროექტი უმაღლესმა რადამ დაბლოკა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გამოცემა „გლავკომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ არის სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტებზე ფასებს შორის ასეთი განხსხვავება.
მას მიაჩნია, რომ ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელია, მაგრამ მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს.
„ხელოვნური რეგულირების გზით ფასების დაწევის მე ამ მჯერა. ეს არ მუშაობს. ფასები ბაზრის ჯანსაღი კონკურენციის შემთხვევაში იკლებს. ან უნდა იყოს გახსნილი ბაზარი, ან ის უნდა იყოს დახურული ტიპის. საშუალო არ შეიძლება. დღევანდელი რეგულირება მომხმარებლების უფლებებს არ იცავს.
ასე, მაგალითად, ჩვენ იმპორტულ წამალზე 7%-იანი გადასახადი გვაქვს დაწესებული.
სახელმწიფოსთვის ფისკალური ეფექტის შეფასება მე არ შემიძლია. სამაგიეროდ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ეს მომხმარებლის ჯიბეს ურტყამს. თანაც აფთიაქში ამის გამო წამალი არა 7-ით, არამედ 19-20 პროცენტით ძვირია“, – აცხადებს კვიტაშვილი.
კვიტაშვილის თქმით, სამინისტრო ამ სიტუაციის შეცვლას გასულ წელს შეეცადა, მაგრამ უმაღლესი რადის კომიტეტმა იმპორტული წამლის რეგიტრაციის გამარტივების კანონპროექტი დაბლოკა. ჯანდაცვის მინისტრი ამას ლობისტური ინტერესებით ხსნის.