მთავარი » დაზღვევა » პირველ კვარტალში ავარიებში 99 ადამიანი დაიღუპა – ქვეყანაში ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა ამ დრომდე არ მოქმედებს

პირველ კვარტალში ავარიებში 99 ადამიანი დაიღუპა – ქვეყანაში ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა ამ დრომდე არ მოქმედებს

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 99 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში სულ 1 121 ავტოავარია აღირიცხა. დაშავდა 1 583 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ავარიებში 449 დაიღუპა.

შსს-ს მონაცემებით, შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის ერთერთი ყველაზე ხშირი არის სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, წამყვანი მიზეზი კი შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა.

100 000-ს მაცხოვრებელზე ავარიებში სიკვდილიანობის კუთხით, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ავარიებში  ყოველწლიურად 100 000 ადამიანზე 15 იღუპება.  უარესი პოზიცია რეგიონში აქვთ სომხეთს – 17,  ყაზახეთს, ასევე 17, და რუსეთს – 18.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ავტოავარიებში სიკვდილიანობა 100 000 ადამიანზე 6-5 დაღუპულს არ აღემატება.

ამ ფონზე საქართველო მსოფლიოს იმ ერთეულ ქვეყნებს შორისაა, სადაც ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, სავალდებულო დაზღვევის არსებობა აუცილებელია, რათა ავარიის შემთხვევაში, ავტომფლობელი დაზღვეული იქნება ხარჯებისგან როგორც საკუთარი, ისე მის მიერ დაშავებული მოქალაქის ქონებისა თუ ჯანმრთელობის ზარალის ანაზღაურების კუთხით.

ცნობისთვის: ქვეყანაში არსებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …