მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ფილტვის კიბოს თემაზე ჩატარებულ კონკურსში Jandacva.ge-მ მე-3 ადგილი მოიპოვა

ფილტვის კიბოს თემაზე ჩატარებულ კონკურსში Jandacva.ge-მ მე-3 ადგილი მოიპოვა

ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მედიაკონკურსი გაიმართა თემაზე: „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“, რომლის მიზანს დაავადებისა და პერსონალიზებული მედიცინის  შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდა და  ინფორმირებულობა წარმოადგენდა. კერძოდ,  საზოგადოების ინფორმირებულობა და  უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება  ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა  და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზრიდს დაავადებაზე გამარჯვების შანსს.

კონკურსს 20 -მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის ფარგლებში 25-მდე ნამუშევარი გამქვეყნდა.  საბოლოოს კონპტენტურმა ჟიურიმ  3 სხვადასხვა კატეგორიაში, 6 გამარჯვებული გამოავლინა და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალიც გაიმართა.

საპრიზო ადგილები კი ასე გადანაწილდა:

I პრემია – 2000 ლარი რადიო „იმედის“  გადაცემების „ჩვენ აქ ვართ“ და „ღია ეთერი“ შემოქმედებით გუნდსა და ჟურნალისტს ნინო მეუნარგიას ერგო.

II პრემია – 1000-1000 ლარი 2 მედიასაშუალებაზე გადანაწილდა. ჟიურის რჩეულები ამ კატეგორიაში გახდნენ: ტვ პირველის გადაცემის „პრიველამდე ნინო არაზაშვილთა და ონისე ონიანთნ ერთად“ და პლაიტრა ტვ გადაცემის „მკურნალის“ (ჟურნალისტი გულო გარმელია) შემოქმედებითი ჯგუფები.

III პრემია – 500-500 ლარი ჟიურის გადაწყვეტლებით სამ მედია საშუალებას ერგო, როგორიცაა: რადიო მაესტრო გადაცემა „მაესტროს ანატომია“ (ჟურნალსიტი მაგდა კოტრიკაძე), ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალი jandacva.ge (ჟურნალისტი მაია ბუთბაია) და ambebi.ge  (ჟურნალისტი ლალი ფაცია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება  საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს შეეძლო.  დაინტერესებულმა პირებს სამი თვის განმავლობაში (4 დეკემბერიდან 28 თებერვლამდე)  უნდა წარმოადგინათ მედიასაშუალებაში უკვე მოხვედრილი ნამუშევარი  (საგაზეთო პუბლიკაცია, ონლაინ სტატია,  სიუჟეტი, ტელე ან რადიო გადაცემაში სტუმრობა და აშ)  „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“ – მედია კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა  და მისი ობიექტურად ჩატარება უზრუნველყო შემდეგი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ:

ნათია კუპრაშვილი,  ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ხელმძღვანელი

თინათინ სამყურაშვილი, კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი

თამარ ესაკია , კლინიკური ონკოლოგი

ანა მაზანაშვილი, კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. დამფუძნებელი

მაკა ასათიანი, „როშ ჯორჯიას“ დირექტორი.

კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალის განხილვისას, ჟიურის წევრები შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს:

  1. ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი/ვიდეო, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა) – მაქსიმუმ 10 ქულა
  2. კონკურსის ფარგლებში მომზადებული მედია მასალების რაოდენობა და გამოქვეყნების სიხშირე – მაქსიმუმ 5 ქულა
  3. კონკურსის თემასთან („პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“) შესაბამისობა – მაქსიმუმ 10 ქულა
  • მნიშვნელოვანი სიახლეები ფილტვის კიბოს უახლოეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში
  • ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებული მიდგომის წარმოჩენა
  • ფილტვის კიბოს ადექვატური მკურნალობა და მისი მართვა
  • სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილებების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებებზე მიმართული მკურნალობის შერჩევა
  • დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება

ძირითადი გამოწვევები:

  • დაავადების გარშემო ჩამოყალიბებულია სტიგმა – პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს უჭირთ ღიად საუბარი
  • დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია, რაც უარყოფითად აისახება სტატისტიკაზე
  • დაავადების აღმოჩენა ძირითადად გვიან სტადიაზე ხდება – დროული დიაგნოსტიკის კულტურა დანერგილი და მისი აღმოჩენა ძირითადად გვიან სტადიაზე ხდება
  • დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან ძვირია – სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპამდე არ არის შესაბამისი მზაობა

ზოგადი ინფორმაცია დაავადების შესახებ

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება  ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად  მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია,  დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.

მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

 

საიტი jandacva.ge არის ინტერნეტ-გამოცემა, რომელიც ერთი წელია, ამოქმედდა. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირება სამედიცინო სფეროს სიახლეებისა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმების შესახებ, ასევე მკითხველების ცნობიერების გაზრდა ჯანდაცვის საკითხებში.

 

კონკურსში გამოცემამ წარადგინა სამი სტატია: 1. “ფილტვის კიბოს მქონე პაციენტები – მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები“.

2. “2020 წელს საქართველოში ფილტვის კიბოს დიაგნოზი 600 ადამიანს დაუსვეს – 80% მწეველია”

3. “სახელმწიფოს მძიმე პაციენტების სამკურნალოდ თანხები არ ჰყოფნის” – სპეციალისტების შეთავაზებები

 

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …