მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკებმა გადაუდებელი დახმარების ახალი სტანდარტები 1 ივნისამდე უნდა დააკმაყოფლონ

კლინიკებმა გადაუდებელი დახმარების ახალი სტანდარტები 1 ივნისამდე უნდა დააკმაყოფლონ

ეპიდსიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად, კოვიდ და ჰიბრიდული კლინიკები საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. თუმცა ამ პროცესში მთელი რიგი სირთულეები გამოიკვეთა.

ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლის მაია მახარაშვილის განმარტებით, ჰიბრიდული კლინიკებისთვის ეს გადასვლა შედარებით მარტივია, სრულად კოვიდკლინიკებისთვის კი გამოწვევა გაცილებით პრობლემურია, რადგან მათ დაკარგეს ადამიანური რესურსები. მაგალითად აღარ ტარდებოდა ნეიროქირურგიული ოპერაციები და პერსონალი სხვა სამედიცინო დაწესებულებებში დაიფანტა. მათი დაბრუნება კი ახლა ერთერთი მთავარი პრობლემაა, ამიტომ გადაწყობის პერიოდი ხანგრძლივი იქნება. ეს ასევე მოითხოვს გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს.

გარდა ამისა, მახარაშვილის განმარტებით, მოსახლეობა მიეჩვია, რომ სრულად კოვიდკლინიკები მხოლოდ კოვიდით ინფიცირებულებისთვისაა და ამ  დამოკიდებულების შეცვლა ასევე რთული ამოცანა იქნება.

კიდევ ერთი გამოწვევაა ის, რომ ნებისმიერ კლინიკას 1-ელ ივნისამდე მოუწევს დააკმაყოფილოს ე.წ. ემერჯენსის, ანუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის განახლებული სანებართვო პირობები, რომლის ამოქმედებაც კოვიდ-პანდემიამდე იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება ახლადაშენებული კლინიკებისთვის პრობლემა არ იყო, ძველ კლინიკებს კი ინფრასტრუქტურის მოდერნიზება უნდა მოეხდინათ, რაც პანდემიის გამო ვერ განხორციელდა. ახლა კი მათ გარკვეული ფინანსური რესურსის მოძიება მოუწევთ, რათა სარემონტო სამუშაოები აწარმოონ. ჯანდაცვის ასოციაციაში განმარტავენ, რომ ასეთ მოკლე დროში კლინიკების ნაწილს ამ პირობების დაკმაყოფილება გაუჭირდება.

სამედიცინო დაწესებულებებმა სწორედ 1 ივნისამდე  უნდა მოახერხონ და გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა, ჰყავდეთ სათანადო რაოდენობის პერსონალი და იზრუნონ მათ უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე,  სხვა შემთხვევაში ისინი  ბაზარზე ოპერირებას ვერ შეძლებენ. ჯანდაცვის ასოციაციაში განმარტავენ, რომ ასეთ მოკლე დროში კლინიკების ნაწილს ამ პირობების დაკმაყოფილება გაუჭირდება.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …