მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » “საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია” – პრემიერი მედიკამენტების გაიაფებაზე

“საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია” – პრემიერი მედიკამენტების გაიაფებაზე

მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი 200-მდე დასახელების მედიკამენტი 60-70%-ით გაიაფდა.

“გახსოვთ, მაშინ რომ დავიწყეთ ჩვენ საუბარი ამ საკითხზე, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტის მხრიდან, რომ ეს მიუღწეველი, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ამ მედიკამენტების შემოტანა დაიწყო, დღეს 60-70%-ით დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი, თორემ სისტემაში 10 000-ზე მეტი მედიკამენტი არის დარეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადი წამალი, რაც იყო სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი ბევრად იაფია,” – განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …