მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საქართველო ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ხდება
საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ხდება.რასაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

საქართველო ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ხდება

საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ხდება.
 ამ ჯგუფის პრეპარატების არამიზნობრივ გამოყენებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. 
პრობლემასთან დაკავშირებით ინფექციონისტმა და გასტროენტეროლოგმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა. 

„დღესდღეობით ქვეყანაში ტუბერკულიოზი ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური დიაგნოზია. აღმოჩნდა, რომ თავის დროზე არასწორად დანიშნულმა ანტიბიოტიკებმა, რომლებიც ადამიანებს ეძლეოდათ უბრალო გრიპის ან ვირუსის დროს, მაშინ, როდესაც მათ ტუბერკულიოზის ნიშნები აღმოაჩნდათ, საჭირო ანტიბიოტიკებმა, მართლაც საჭირო დროს, სათანადოდ ვეღარ იმოქმედეს. წამოვიდა რეზისტენტული ფორმები, რომლებზეც არ მოქმედებს ანტიბიოტიკები.

ის წამლები, რომლებიც აქამდე ინიშნებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში ტუბერკულიოზის მქონე პაციენტებზე არ მოქმედებს და ასეთი პაციენტი, პრაქტიკულად, განწირულია. ეს არის  ანტიბიოტიკების არასწორი მოხმარების შედეგი. თავის დროზე, თუ კლაფორანი იყო ბომბი, ახლა არის წყალი.

დღესაც ვხვდები ხოლმე შემთხვევებს, რომ ანტიბიოტიკების დანიშვნა არ არის საჭირო და პაციენტი ამბობს, რომ ის სვამდა ამა და ამ წამალს, როცა სულაც არ იყო საჭირო მისი მიღება. მოსახლეობა უნდა იყოს საქმის კურსში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი, თავისთავად ვალდებულნი არიან სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ ანტიბიოტიკების შესახებ“, – აცხადებს ხმალაძე.

ამასთან ერთად ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად რეცეპტის ისნტუტუტის არსებობისა, მაინც არსებობს აფთიაქები, რომლებიც ანტიბიოტიკებს ურეცეპტოდ გასცემენ, რაც მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს პასუხისმგებელი ორგანოების მიერ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ანტიბიოტიკები რეგულაციის წყალობით ოფიციალურად  ექიმის რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, თუმცა  ძალიან ბევრი პაციენტი მეუბნება ხოლმე, რომ არის კონკრეტული ადგილები, სადაც გასცემენ ანტიბიოტიკებს რეცეპტის გარეშე. ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ასევე არ ვემხრობი აფთიაქში ექიმების მიერ 1 და 2 წუთში გაცემულ რეცეპტებს.

შეიძლება ადამიანი მივიდეს აფთიაქში მყოფ ექიმთან და მოატყუოს, რომ ესა თუ ის წამალი უნდა მაგალითად ბებიისთვის, და ამ დროს თავად მიიღოს. ექიმმა კი ამ დროს სულაც არ იცოდეს მისი რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასეთ შემთხვევებზე თავად პაციენტები მიყვებიან ხოლმე. აფთიაქებმა გააოფიციალურეს ექიმების ყოლა, რაც  ჩემი აზრით, არ შეიძლება.

ის, რის გაკეთებასაც მე 20 და 25 წუთს ვანდომებ სწორი დიაგნოზის დასასმელად, აფთიაქში მჯდომი ექიმი 1 წუთში ამთავრებს. ეს ნორმალური და სწორი არ არის. მთავარია, არ იყოს დაუსჯელობის სინდრომი და განურჩევლად ყველამ დაიცვას კანონი,“– აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …