ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში დაქირავებით დასაქმებული ადამიანების ხელფასი ერთ წელიწადში 1200-დან 1400 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ზრდა 14%-ს შეადგენს.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სფეროშია, რაც 2,431 ლარს შეადგენს. სექტორების ტოპ სამეული ასე ნაწილდება:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 431.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.5 პროცენტით);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2 (გაიზარდა 3.2 პროცენტით);
მშენებლობა – 2 209.5 ლარი (გაიზარდა 7.2 პროცენტით).
10 სექტორს შორის, საშუალო ხელფასის სიდიდით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფერო მე-10 ადგილზეა.