ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოში, უკვე 35-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. მათი ფასი კი საშუალოდ 60-80%-ით არის შემცირებული.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, დაახლოებით ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების შეძენა, საქართველოს მოსახლეობას, ამ ეტაპზე, ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში „ფარმადეპო“-სა და „ავერსი“-ს ფილიალებში შეუძლია. ჯერ-ჯერობით ერთი დასახელების მედიკამენტი, „ქსალერტო“ წარმოდგენილია „პსპ“-სა და „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელში.
თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.