მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება

ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება

თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები მკაცრად გაკონტროლდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

აზარაშვილი თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის თურქულ მოდელს გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მედიკამენტების თურქული ბაზრის გახსნაზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა მედიკამენტების ფასის რეგულირების მექანიზმებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ, გარდა ფასების კონტროლისა, ქართული ბაზარი დაზღვეული იქნება ფალსიფიცირებული დაბალხარისხიანი მედიკამენტების იმპორტისგან.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოშიც, სადაც ქართველი პაციენტების თურქეთის რესპუბლიკაში მკურნალობის საკითხებს განიხილავენ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …