მთავარი » სოციალური » „ქართულმა ოცნებამ“ საარსებო შემწეობის გარეშე 27 000 ბავშვი დატოვა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე 5000-ზე მეტი ოჯახი დარჩა, რომელშიც 3 და მეტი ბავშვია-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„ქართულმა ოცნებამ“ საარსებო შემწეობის გარეშე 27 000 ბავშვი დატოვა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე 5000-ზე მეტი ოჯახი დარჩა, რომელშიც 3 და მეტი ბავშვია, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მორაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სულ ამ ხნის განმავლობაში 27,000 ბავშვი დარჩა საარსებო შემწეობის გარეშე, აქედან 9,000 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა.

,,ამიტომ დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი, რომ პრობლემას სოციალურად დაუცველთა ბაზაში 3000-მდე მარტოხელა პენსიონერის დამატება გამოასწორებას, ტყულია. პრობლემა გაცილებით მძიმეა და სოციალურად დაუცლეთა ბაზაში არაკომპეტენტური ადამიანების ხელის ფათური მას კიდევ უფრო ამძიმებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ყველა რაიონში საარშებო შემწეობის გარეშე დატოვებული ოჯახების აღწერას და შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მანვებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …