კომპანია „გლობალფარმს“ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სერტიფიკატი გადაეცა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე ფარმაცევტულ დაწესებულებაში იმყოფებოდა და სერტიფიკატის აღება პირადად მიულოცა. „გლობალფარმმა“ GDP სერტიფიკატი 3 იანვარს მიიღო.
ზაალ კაპანაძის განცხადებით, GMP/GDP სტანდარტი უზრუნველყოფს მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და ამასთანავე გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც.
GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
GDP-ის, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი მანამდე „საფლაი ჯეოს“ გადაეცა, GMP-ს კი ერთადერთი ქართული კომპანია, „ავერსი რაციონალი ფლობს.“
2022 წელს GMP/GDP სტანდარტზე გადასვლა ყველა ფარმაცევტულ საწარმოსა და საბითუმო დისტრიბუტორისთვის სავალდებულო ეტაპობრივად გახდება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ამ ეტაპზე 14 განაცხადს სწავლობს.