იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მიერ რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტები საქართველოს აღიარებული აქვს, თურქეთის რესპუბლიკა დაემატა.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. დადგენილებით ცვლილება შედის „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში.
თურქეთის გარდა, აღნიშნული ქვეყნების სიაში შედის:
- სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ევროპის წამლების სააგენტო (EMEA – European Medicines Agency).
- შემდეგი ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები:
ა) ამერიკის შეერთებული შტატები;
ბ) ავსტრალიის თანამეგობრობა;
გ) ავსტრიის რესპუბლიკა;
დ) ახალი ზელანდია;
ე) ბელგიის სამეფო;
ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა;
ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
თ) დანიის სამეფო;
ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
კ) ესტონეთის რესპუბლიკა;
ლ) ესპანეთის სამეფო;
მ) ირლანდია;
ნ) იტალიის რესპუბლიკა;
ო) იაპონია;
პ) ისლანდიის რესპუბლიკა;
ჟ) კანადა;
რ) კვიპროსის რესპუბლიკა;
ს) კორეის რესპუბლიკა;
ტ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;
უ) ლატვიის რესპუბლიკა;
ფ) ლიტვის რესპუბლიკა;
ქ) მალტის რესპუბლიკა;
ღ) ნორვეგიის სამეფო;
ყ) ნიდერლანდების სამეფო;
შ) პორტუგალიის რესპუბლიკა;
ჩ) პოლონეთის რესპუბლიკა;
ც) რუმინეთი;
ძ) საფრანგეთის რესპუბლიკა;
წ) საბერძნეთის რესპუბლიკა;
ჭ) სლოვენიის რესპუბლიკა;
ხ) სლოვაკეთის რესპუბლიკა;
ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა;
ჰ) ფინეთის რესპუბლიკა;
ჰ1) შვედეთის სამეფო;
ჰ2) შვეიცარიის კონფედერაცია;
ჰ3) ჩეხეთის რესპუბლიკა.
2013 წელს აღნიშნულ სიას ისრაელი, 2012 წელს კი ხორვატია დაემატა