მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლის ფასი, ხარისხი და სხვა ფაქტორები თავისით რეგულირდება, როდესაც ბაზარი არის თავისუფალი
ნანა ჩართოლანი : წამლის ფასი, ხარისხი და სხვა ფაქტორები თავისით რეგულირდება, როდესაც ბაზარი არის თავისუფალი. მედიკამენტების ფასები პერმანენტულად იზრდება.

წამლის ფასი, ხარისხი და სხვა ფაქტორები თავისით რეგულირდება, როდესაც ბაზარი არის თავისუფალი

ნანა ჩართოლანი : წამლის ფასი, ხარისხი და სხვა ფაქტორები თავისით რეგულირდება, როდესაც ბაზარი არის თავისუფალი. მედიკამენტების ფასები პერმანენტულად იზრდება. რაც სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. 

საყოველთაო ჯანდაცვის შედეგად მიღებული სიკეეთეებიდან მაქსიმალური შედეგის მიღწევა წამლებზე არსებული ფასების გამო, რიგ შემთხვევბში ვერ ხერხდება. ასევე, ბუნდოვანია თუ როგორ კონტროლდება და რა ხარისხისაა წამალი რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარს პაციენტი. 

პედიატრი და ალერგოლოგი ნანა ჩართოლანი მედიკამენტების ფასების საკითხს ეხმაურება და თვლის, რომ ფასის დარეგულირების გზა არა სახელმწიფოს ჩარევა, არამედ თავისუფალი და კონკურენტული ბაზარია.

„მე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს და არ მგონია, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს მედიკამენტების ფასები. ჩემი აზრით, ეს იქნება დამღუპველი და არააფრისმომცემი. პირიქით, არანაირი კონტროლი საჭირო არაა და ფასების დარეგულირება უნდა გამოიწვიოს კონკურენციამ. ბაზარი თვითინ დაარეგულირებს ყველაფერს.

არ უნდა შეზღუდონ კომპანიები. საერთოდ, რაც უფრო დიდი დოზით ერევა სახელმწიფო საქმეში, მით უფრო ცუდად მიდის საქმე, რადგან ამდენ ტვირთის აღება არ შეუძლია თავის თავზე. არც უნდა აიღოს, რადგან სახელმწიფოს სხვა მეტად მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, ვიდრე ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და ფასების რეგულაცია“, – მიიჩნევს ნანა ჩართოლანი.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ხარისხი, რაც შემოდის ბაზარზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ხარისხიც ბაზარზე არსებული კონკურენციით უნდა დარეგულირდეს. 

თუმცა აუცილებლად უნდა აკონტროლოს მედიკამენტების ხარისხი, რაც ბაზარზე შემოდის. თუ ბაზარი იქნება კონკურენტული, წამლების ხარისხიც კონკურენციით რეგულირდება. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი წამალია და არა საწამლავი. ანუ ფასი, ხარისხი და სხვა ფაქტორები თავისით რეგულირდება, როდესაც ბაზარი არის თავისუფალი და კონკურენცია მაღალია. ზოგადად, ლიბერალური მიდგომის მომხრე ვარ“, – განაცხადა ნანა ჩართოლანმა.

for.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …