მეგალაბმა ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა, რომელიც ერთი ნიმუშით 21 სეზონურ ინფექციაზე ტესტირებას გულისხმობს. მალე კი პაკეტში კოვიდ 19-ის კვლევაც შევა.
„ზამთარში რესპირატორული დაავადებების შემთხვევები ძალიან ხშირდება და ზოგჯერ, მათი სიმპტომები Covid 19-ის სიმპტომებს წააგავს, ამიტომაც პერიოდული კვლევები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
“მეგალაბი გთავაზობთ” ახალი ტიპის კვლევას, რომელსაც ერთი ანალიზით 21 ყველაზე ხშირი რესპირატორული დაავადების გამომწვევი ვირუსის აღმოჩენა შეუძლია.
გვეწვიეთ მთავარ ლაბორატორიაში, ფილიალებში ან დრაივზე, აიღეთ მხოლოდ ერთი ცხვირ-ხახის ნაცხი და დაელოდეთ შედეგებს,“- აცხადებენ ლაბორატორიაში.
მათი ინფორმაციით, კვლევის ღირებულება 350 ლარია, მას შემდეგ კი, რაც პაკეტს კოვიდ-ტესტირებაც დაემატება, განახლებული, 22 ინფექციაზე გათვლილი ტესტირების ფასი 360 ლარი იქნება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი პროდუქტი ბაზარზე მხოლოდ მათ აქვთ და ის რამდენიმე დღის წინ გამოიტანეს. პირველმა პაციენტმა შეთავაზებით დღეს ისარგებლა.