მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნიკოლოზ გამყრელიძე: კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერ ნახავთ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ

ნიკოლოზ გამყრელიძე: კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერ ნახავთ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ვერსად ნახავთ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს ხარბული დარიცხვები აქვთ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ: კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში პრობლემურად არის შეფასებული ფარმაცევტული კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურა – კონკურენციის სააგენტო მთავრობას ჰოლდინგური და არაპროფილური სეგმენტების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ბოლო პერიოდში მთავრობა აქტიურად საუბრობს მედიკამენტების მაღალი ფასების შესახებ და აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა წამლები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ნიკოლოზ გამყრელიძე კი ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მონაცემები ღიაა და მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ და დარწმუნდნენ, რომ დარიცხვების მაჩვენებელი არ არის ამოვარდნილი არანაირი საერთაშორისო სტანდარტიდან.

რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე დაგეგმილ რეგულაციებს ფასების შემცირების მიზნით, გამყრელიძე ამბობს, რომ ბიზნესთან ამასთან დაკავშირებით შეხვედრა არ ყოფილა

და გამოთქვამს იმედის, რომ ასეთი შეხვედრა მალე შედგება.

„ჩვენ ღია ვართ შეხვედრებისთვის. ბიზნესსაც და მთავრობასაც ამოცანა აქვს ერთი – მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, ეს როგორ უნდა მოხდეს – ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. პირდაპირი ფასების რეგულაცია ამას მოგვცემს თუ არა, ამაზე ჩემი აზრი მაქვს; ამან შესაძლოა ქვეყანა გარკვეულ რისკებში შეიყვანოს და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა ეს გააკეთეს და რისკებში შევიდნენ,  ჩვენ კი ეს არ გვინდა. ვგულისხმობ იმას, რომ ასეთ დროს შესაძლოა მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიებმა ქვეყანა დატოვონ, წარმოიქმნას დეფიციტები, კონტრაბანდული რისკები. ეს მოხდა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და ამ ყველაფერს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, ნაკლები სიჩქარით. ბიზნესი მზად ვართ დავსხდეთ სახელმწიფოსთან ერთად და ვიმსჯელოთ,“- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …