მთავარი » დაზღვევა » 2021 წლის 9 თვეში კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევაში მიზიდული პრემია 32 მილიონით გაიზარდა

2021 წლის 9 თვეში კომპანიების მიერ სამედიცინო დაზღვევაში მიზიდული პრემია 32 მილიონით გაიზარდა

კერძო სამედიცინო დაზღვევის საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დაზღვევის სფეროში მოქმედი პოლისების რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 32 ათასით გაიზარდა და 640,695 შეადგინა.

2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ  243,9 მლნ. ლარი შეადგინა. შარშან იგივე პერიოდში ეს მონაცემი 211.27 მილიონი იყო.

ბაზრის ლიდერი 29%-იანი წილით „ჯიპიაი ჰოლდინგია,“ მეორეა „იმედი ელი“ 21%-ით, მესამე კი „არდი“ ბაზრის 15%-იანი წილით.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …