კომპანია „ფარმადეპომ“ მომხმარებლებისთვის პლატფორმა „სანდო“ (sando.com.ge/ka) შექმნა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მედიკამენტების შესახებ, რადგან ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მისთვის სასურველი მედიკამენტების შესახებ, რის საფუძველზეც მომხმარებელი შეძლებს გააკეთოს თავისუფალი არჩევანი წამლის შეძენის დროს.
„სანდოს“ ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა ერთი და იგივე აქტიური ნივთიერების, გენერიკების ფარგლებში თავად გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ევროპული წარმოების მედიკამენტი მისთვის მისაღებ ფასად.
როგორ შეიძლება გამოვიყენო „სანდო“?
სანდო არის წამლის საძიებო ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მიიღონ ინფორმაცია საჭირო მედიკამენტებზე. მაგალითად, პლატფორმა იძლევა შესაძლებლობა, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები მომხმარებელმა შეადაროს ბაზარზე არსებულ მათ ზუსტ ანალოგებს, გენერიკებს და თავად გააკეთოს არჩევანი თქვენთვის სასურველი ფასისა და მწარმოებლის მიხედვით.
რა არის გენერიკი?
ნებისმიერი წამლის მოქმედება განისაზღვრება მედიკამენტის აქტიური ნივთიერებით, ამ ნივთიერების დასახელებას წამლის გენერიკული დასახელება ეწოდება.
გენერიკული დასახელება იგივე წამლის აქტიური ნივთიერება არის ერთი, ხოლო მედიკამენტის სავაჭრო დასახელება შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
როგორ შევიყვანო ექიმის დანიშნულება?
ამისთვის მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს მედიკამენტების სახელწოდება საძიებო სისტემაში (მედიკამენტების სია შედგება არა უმეტეს 20 დასახელებისა) და დააჭიროს ღილაკს „შედარება“ .
“სანდო” ავტომატურად გამოაჩენს ოთხ (4) სავარაუდო ვარიანტს:
მითითებული მედიკამენტების ფასებს;
ბიუჯეტური ფასის მედიკამენტებს;
საშუალო ფასის მედიკამენტებს;
მაღალფასიან მედიკამენტებს.
სანდო ავტომატურად გამოაჩენს როგორც დანიშნულებას, ისე მედიკამენტების გენერიკულ ანალოგებს სხვადასხვა ფასისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შერჩეული მედიკამენტების საბოლოო სიის მიღებამდე მოახდინოს მისი კორექტირება და გაიგზავნოს მეილზე.